სიღნაღის ამინდი

ქარია თუ ავდარია სიღნაღი ლამაზია !

ამინდი სიღნაღში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა, აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი.

გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, ზამთარი აქ ცივია ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1 °C-იდან 12,6 °C-მდე. აბსოლუტური მინიმუმი - 24 °C, მაქსიმუმი 37-40 °C.

ნალექების მინიმუმით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500 მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტი ნალექი მოდის გომბორის ქედზე - 810 მმ წელიწადში.

Ratings
(1)

კონტაქტი

მისმართი: ქ. სიღნაღი
მობ: (+995) 557474144
ელ.ფოსტა: sighnaghitravel@gmail.com

გამოიწერე სიახლეები და ფასდაკლებები