სიღნღის ბუნებრივი ძეგლები

ის რაც აუცილებლად უნდა ნახოთ

ნუკრიანის ლავანდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, სიღნაღიდან 12 კმ-ში ლავანდების ულამაზესი პლანტაციები მდებარეობს.
მას სეზონზე უამრავი ტურისტი სტუმრობს. ამ ულამაზესი სანახაობის ხილვა 15 ივნისიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაშია შესაძლებელი, ესაა პერიოდი როცა ლავანდა იწყებს ყვავილობას.

წყარო "ორმილა"

ორმილას წყარო სიღნაღში, ცენტრიდან 500 მეტრში, ორმილას დასახლების დასაწყისში მდებარეობს. ორმილას წყალი გამორჩეული ცივი წყაროს წყალია.

თავგატეხილას წყარო

წყარო "თავგატეხილა"

თავგატეხილას წყარო სიღნაღში,  ბიძინა კვერნაძის სახელობის  ქუჩაზე მდებარეობს.  გარდაცვალების წინ ვანო სარაჯიშვილმა თავგატეხილას წყაროს წყალი მოითხოვა. მუზეუმში  ინახება დიდი, ლურჯი ფერის სასმისი - დოქი, რომლითაც ძმამ ავადმყოფ ვანოს თავგატეხილას ნანატრი წყარო მიუტანა. 

კონტაქტი

მისმართი: ქ. სიღნაღი
მობ: (+995) 557474144
ელ.ფოსტა: sighnaghitravel@gmail.com

გამოიწერე სიახლეები და ფასდაკლებები