სიღნაღის მუზეუმი

მისამართი: 4100, სიღნაღი, რუსთაველის N 8.
ტელეფონი:
(+995 355) 3 24 48, 3 28 62, (+995 032) 2 998 022
ელ-ფოსტა:
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ვებ-გვერდი: www.museum.ge 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2007 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 10 000

 


სამუშაო საათები:
სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.
მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.
არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
ბილეთების საფასური:
• ზრდასრული - 5 ლ. (1 ივნისამდე)
• სტუდენტი - 0.5 ლ.
• სკოლის მოსწავლე - 0.5 ლ.
• პენსიონერი - 0.5 ლ.
• საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები - 1 ლ.
• თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები - 1 ლ.
შენიშვნა - სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

შესვლა უფასოა:
• 6 წლამდე ბავშვებისთვის
• მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
• ICOM-ის წევრებისთვის
• „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
• ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
• საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
• მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
• მხატვართა კავშირის წევრებისთვის
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
• სოციალურად დაუცველი პირებისთვის
• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
• საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის.

გიდის თანხლებით ტურების საფასური:
• სასკოლო ჯგუფი - 10 ლარი
• გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 25 ლარი
• გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) - 45 ლარი
• გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) - 60 ლარი
• ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით - 200 ლარი
• გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

სიღნაღის მუზეუმი დაარსდა 1947 წელს, როგორც ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ექსპოზიცია გაიხსნა 1950 წლის 31 დეკემბერს. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 700-ს ითვლიდა და წარმოდგენილი იყო ისტორიის, სოციალური მშენებლობისა და ბუნებისმეტყველების განყოფილებები. წლების მანძილზე ივსებოდა მუზეუმის ფონდი. 1967 წლიდან მუზეუმთან გაიხსნა სამხატვრო გალერეა, რომელსაც ცნობილმა თუ დამწყებმა მხატვრებმა შემოსწირეს 600-მდე მხატვრული ტილო თუ სკულპტურა.

ეთნოგრაფიული კოლექცია გამდიდრდა კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით შესყიდული და მოსახლეობის მიერ შემოწირული ნივთებით და ამჟამად შეადგენს 5000 ერთეულს. კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, სპილენძისა და ხის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლითა და ნივთებით, სასოფლო-სამეურნეო იარაღებითა თუ მეღვინეობის კულტურის შესაბამისი მასალით. ფონდებში ასევე დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა–ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვ.

სიღნაღის მუზეუმის ფონდებშია დაცული ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, დაახლოებით 2000 ერთეული, მათ შორისაა უძველესი სასანური მონეტები, თამარის, ლაშა–გიორგის, ერეკლეს მიერ მოჭრილი მონეტები, ბონისტიკური და ჰერალდიკური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენების სახით.

მუზეუმის ფონდი მდიდარია ფოტო და დოკუმენტური კოლექციებით (დაახლოებით 50 000 ერთეული). აქ დაცული არქეოლოგიური ექსპონატების გარკვეული რაოდენობა შემთხვევით მონაპოვარი და შემოწირულობაა.

1973 წელს შეიქმნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან არსებული კახეთის არქეოლოგიური კვლევის ბაზა, რომელიც ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებდა კახეთის რეგიონში. აღნიშნულმა ექსპედიციამ უმდიდრესი მასალა შესძინა სიღნაღის მუზეუმს სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურათა ნიმუშების სახით, რომელთაგან აღსანიშნავია: ენეოლითური, ადრებრინჯაოს _ მტკვარ-არაქსული, მარტყოფული, ალაზან_ბედენური, თრიალეთური თუ გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, საკულტო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა მასალა.

მუზეუმი 2007 წელს შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. შენობა სრულად შეკეთდა, დამონტაჟდა უსაფრთხოების სისტემები, მოეწყო ახალი ექსპოზიციები, შეივსო მუზეუმის ფონდები და ამჟამად ის ითვლის 60 000 ექსპონატს.

სიღნაღის მუზეუმი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური, შუა საუკუნეების, ეთნოგრაფიული და ფიროსმანის ნახატთა მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მუშაობს დროებითი საგამოფენო დარბაზიც, სადაც 2009 წელს მოეწყო პაბლო პიკასოს ნამუშევრების, 2010 წელს კი დასავლეთ ევროპის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან.

დღეს სიღნაღის მუზეუმი კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციაა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

რჩევები და წესები
ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული, პასუხისმგებელი პირი
აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების საქციელზე
დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
საბრძოლო იარაღის
საკვებისა და სასმელი ბოთლების
სახიფათო, ბასრი, ძალიან მძიმე და დიდი ზომის ნივთების
ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
ცხოველების

ფოტო და ვიდეო გადაღება
მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია
გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

Ratings
(1)