მირიანაშვილის მუზეუმი

მისამართი: სიღნაღი, ვ. სარაჯიშვილის ქ. 8
ტელეფონი: (+995 558) 39 07 37
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1998 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 7890

1998 წლიდან სიღნაღში არსებობს ს.მირიანაშვილის მუზეუმი. მშობლიურ ქალაქსა და რაიონზე უზომოდ შეყვარებულ კომპოზიტორს არასდროს გაუწყვეტია მასთან კავშირი. იგი ყოველთვის მონაწილეობდა რაიონის კულტურის განვითარებისა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. სიცოცხლეშივე მან მთელი თავისი ნამუშევრები, ეთნოგრაფიული მასალები, პირადი ნივთები, ჯილდოები, მდიდიარი ბიბლიოთეკა, ხატების და ხალხური საკრავების კოლექცია გადასცა კულტურის სამინისტროს, ხოლო სამინისტრომ გადმოსცა რაიონს, რის შემდეგაც  გაიხსნა მუზეუმი. მუზეუმშ არის 7750 ექსპონატი.

მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია ორ სართულზე 3 საექსპოზიციო ოთახში. დამთვარიელებელთა  განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ეთნოგრაფიული ნივთები და მისი ფერწერული ტილოები.

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი კომპოზიტორის სანდრო მირიანაშვილის (1915-1987 წწ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები – კომპოზიტორის მიერ შესრულებული რამდენიმე ტილო, ვ. შუხაევის „სანდრო მირიანაშვილის პორტრეტი“, XIX ს-ის ქართული, რუსული და ბერძნული ხატები, ხელნაწერი და ნაბეჭდი ნოტები, საოჯახო ბიბლიოთეკა, კომპოზიტორისადმი მოძღვნილი საჩუქრები, აღმოსავლური და ქართული მუსიკალური საკრავები, ფოტომასალა .

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო
გამოფენები: “ სიღნაღელი მხატვრების შემოქმედება“ , ”სანდრო მირიანაშვილი – თვითნასწავლი მხატვარი”
მუზეუმის ფართობი: 138.3 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 81.7 კვ/მ
დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 380
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

Ratings
(1)