წმიდა ნინოს წყარო

წმიდა ნინოს წყარო ბოდბის მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა.
2000 წლამდე, სადან შენობა აშენდებოდა, აქ რკინის გეჯა იდგა. შემდეგ აშენდა მცირე ემბაზი.
ბოდბის დედათა მონასტრიდან წმინდა წყლამდე ულამაზესი კიბეები ჩადის, რომლებიც ორთავკუთხით მოქარგულია მონაზვნების საცხოვრისებით.
წმინდა ნინოს წყაროს შესასვლელში ყოველთვის ზის მონაზონი. იგი არიგებს და ქცევის წესებს ასწავლის იქ მისულ ხალხს.
იყიდება სპეციალური კვართი, რომელიც შიშველ სხეულზე უნდა ჩაიცვას მორწმუნემ. შეძენილი და უკვე გამოყენებული კვართი კი დავრდომილ, მწოლიარე ავადმყოფს უნდა ჩააცვათ, მისი ძალა სასწაულმოქმედია.
ნაგებობა მცირე ზომისაა და შიგნით მხოლოდ 4-5 ადამიანი შედის ერთდროულად.
რა თქმა უნდა, ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე შედიან, მცირეწლოვანი ბავშვები კი მისი სქესის მიხედვით შეჰყავთ ქალებს ან კაცებს.
წმინდა წყალში ორივე მხრიდან კიბეები ეშვება - მარჯვნიდან ჩასასვლელია, ხოლო მარცხნიდან ამოსასვლელი.

წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.

Ratings
(0)