ნუკრიანის წმ. გიორგის ტაძარი

16 ს.-ის ძეგლი მდებარეობს სოფელ ზემო ნუკრიანი აღმოსავლეთ ნაწილში სასაფლაოზე. თბილისი სიღნაღის გზატკეცილის პირას, მარცხენა მხარეზე. ტაძრის სიმაღლე დაახლოებით 8-10 მეტრია. ტაძარი აგებულია რიყის ქვითა და ქართული აგურით, რომელიც ერთმანეთს ენაცვლება. ტაძარი მოთუთიებული თუნუქით არის გადახურული. ტაძრის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი გარედან შეთეთრებულია, შიგნიდან ნაწილობრივ გალესიალია გაჯით. ტაძრის სამხრეთ კედელზე დატანებულია ბაზალტის ქვა წარწერებით. ეკლესია მოქმედია.

Ratings
(1)