ჩერქეზას ზედაშე

"ჩერქეზას ზედაშე"- ღვინის სადეგუსტაციო სივრცეა, სადაც შეგიძლიათ, გასინჯოთ საუკეთესო ბიოდინამიური საფერავი, კახური ტრადიციული რქაწითელი და ჭაჭა.  მიიღოთ მონაწილეობა რთველში და არყის გამოხდაში, თათარაობასა და მწვადის შეწვაში. მონაწილეობა მიიღოთ გასტრონომიულ ტურში და მოამზადოთ ადგილობრივი კერძები.