ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

18 მაისიდან მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, სიღნაღის მუზეუმში იაპონელი მხატვარ-ილუსტრატორის ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის" იაპონურ პრემიერაში. 24 წლის ასაკში იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი შემოქმედებიდან. ჯერ კიდევ კინოინდუსტრიაში მუშაობის პარალელურად, ტაკეჰიდე ჰარადა ქმნიდა ილუსტრაციებს წიგნებისათვის, 2019 წლიდან კი მთლიანად გადაერთო შემოქმედებით საქმიანობაზე. სიღნაღის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა მისი შემოქმედების მხოლოდ ერთ, საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილს ასახავს.

 გამოფენის გაგრძელდება 2021 წლის 18 ივნისამდე

სიღნაღის მუზეუმი

ფესტივალის სრული პროგრამა: https://bit.ly/3wayhA7

რეკომენდაციები მუზეუმში: http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=105&info_id=15797 

Ratings
(1)